ათონელმა ბერებმა სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინეს

საქართველოში სტუმრად მყოფმა ათონის წმინდა მთის ბერებმა დღეს სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინეს.

დღესვე, სტუმრები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას ეწვივნენ და სტუდენტებს შეხვდენ. 20 თებერვალს კი ათონელი ბერების დელეგაცია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეგობრული ვიზიტით ათონის წმინდა მთის ბერების ჯგუფი გუშინ ეწვია. სტუმრებს შორის არიან ვატოპედის მონასტრს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები: ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ). მათ თან ახლავთ ორი საერო პირი ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი.

ათონელი ბერების დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციაში გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო. პატრიარქმა სტუმრებს საპატრიარქოში არსებული სიწმინდეები დაათვალიერებინა. თავის მხრივ ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტმა ეფრემმა კათოლიკოს-პატრიარქს ვატოპედის ისტორიის ამსახველი ალბომი უსახსოვრა.

ათონელი ბერები საქართველოში 10 დღე დარჩებიან და სიწმინდეებს მოილოცავენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია