შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ხვალ კასპში ჩავა, სადაც საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ინსპექტირებას პირადად გაუწევს.
15-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება იქნება, რომელიც მოსახლეობას მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ახალი საავადმყოფო ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება, რომლებიც გადამზადების კურსს გაივლიან. კასპში ახალ სამედიცინო დაწესებულებას სადაზღვევო კომპანია ~ალფა" აშენებს.
ხვალვე ანდრია ურუშაძე მცხეთასაც მოინახულეს, სადაც ასევე ახალი კლინიკის მშენებლობას დაათვალიერებს. მცხეთაში 25-საწოლიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კლინიკას სადაზღვევო კომპანია ~ჯი პი აი ჰოლდინგი" აშენებს.
ახალი კლინიკების მშენებლობა კასპსა და მცხეთაში 2011 წლის ბოლოს დასრულდება.