იაპონური მანქანების ქართველი დილერები გაურკვევლობაში არიან

იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, საქართველოში მომუშავე ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიები გაურკვევლობაში არიან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”ავტო-ტრეიდერის” წარმომადგენელმა, გია მესხაძემ განუცხადა, თუ როგორ მოხდება იაპონიიდან საქართველოში სარეალიზაციოდ მანქანების ჩამოყვანა არა მარტო ქართველებისთვის, იაპონელი დილერებისთვისაც კი გაურკვეველია.

”სრულიად გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები. თავად იაპონიაშიც არ იციან და ვერაფერს გვეუბნებიან, რა იქნება სამომავლოდ”,-განაცხადა გია მესხაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიო კრიზისის გამო, იაპონიიდან ბოლო 2 წელია, ავტომანქანების ჩამოყვანის მაჩვენებელი ისედაც შემცირებული იყო, რასაც ხელს ისიც უწყობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მეორადი იაპონური მანქანები შემოდის. ეს კი ავტობაზრის "ფასებზე თამაშობს" და ”მეორადი” მანქანები ახალი მანქანებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან