შპს "თ და კ რესტორნები – მაკდონალდსი საქართველო"" გაცნობებთ, რომ კომპანია "მაკდონალდსი" არ ახორციელებს თავისი პროდუქციის მიწოდებას და არ გადასცემს თავისი პროდუქციის მიწოდების განხორციელების უფლებას მესამე პირებს.
რეკლამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას "მაკდონალდსი"-ს რესტორნებიდან კომპანია "მაკდონალდსი"-ს პროდუქციის მიწოდების შესახებ, არასათანადო რეკლამას წარმოადგენს, ვინაიდან:
• არ აქვს კავშირი კომპანია "მაკდონალდსი"-ს საქმიანობასთან;
• არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე და ინდივიდუალიზაციის საშუალებებზე უფლებების შესახებ.
საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და დაცული "მაკდონალდსი"-ს სასაქონლო ნიშნების გამოყენება, როგორიც არის: "მაკდონალდსი", უფლებების მფლობელის ((McDonald's Corporation - მაკდონალდს ქორფორეიშენ) ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
აგრეთვე, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ ამგვარ რეკლამას შეცდომაში შეჰყავს პოტენციური მომხმარებელი "მაკდონალდსი"-ს პროდუქციის თვისებებისა და ხარისხის თაობაზე, ვინაიდან:
1. პროდუქციის ხარისხის გარანტიები მისი დამზადებისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყოფილია საქართველოს საკვების უსაფრთხოების სტანდარტების და კომპანია "მაკდონალდსი"-ს შიდა სტანდარტების დაცვით.
2. კომპანია "მაკდონალდსი"-ს თანამშრომლების პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის პროცესისადმი დაშვება ხდება მხოლოდ საკვების უსაფრთხოების სწავლებისა და ატესტაციის გავლის შემდეგ.
3. კომპანია "მაკდონალდსი"-ს თანამშრომლების პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის პროცესისადმი დაშვება ხდება მხოლოდ სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, რომლის შედეგების მიხედვითაც კეთდება დასკვნა მუშაკის კვების პროდუქტებთან სამუშაოდ დაშვების შესაძლებლობის შესახებ.
ამ დროს იმ პირებს, რომელნიც თქვენთან "მაკდონალდსი"-ს პროდუქციის მოწოდებას ახორციელებენ, არ შეუძლიათ მისი ხარისხის გარანტიის მოცემა, მათ არ გაუვლიათ საკვების უსაფრთხოების სწავლება და შესაძლოა, არ გააჩნიათ კვების პროდუქტებთან სამუშაოდ დასაშვებად სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანია "მაკდონალდს"-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენთან მესამე პირების მიერ მოწოდებული "მაკდონალდსი"-ს პროდუქციის ხარისხზე და ასეთი მოწოდების განმახორციელებლი მესამე პირების მოქმედებებზე.
კომპანია "მაკდონალდსი" არ წარმოადგენს თავისი პროდუქციის მიწოდების შესახებ რეკლამის შექმნის და გავრცელების ინიციატორს ან მონაწილეს და რაიმენაირი კავშირი რეკლამის შემკვეთებთან / რეკლამის გამავრცელებლებთან მას არ გააჩნია.