მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" სათნოების სახლ "კათარზისში" დღეს გამართა აქცია სახელწოდებით - "წავუკითხოთ მათ, ვინც გვიკითხავდა ჩვენ".
როგორც ღონისძიებაზე "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ წამალაშვილმა განაცხადა, აქციის ფარგლებში სათნოების სახლ "კათარზისს" "ბიბლუსისგან" მცირე ბიბლიოთეკა გადაეცა.
ამასთან ერთად, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხუცებისთვის პოეზიის საღამო გამართეს და ნიკო გომელაურის ლექსები წაიკითხეს. მოხუცებისთვის, თავიანთი ლექსები ჟურნალისტებმაც წაიკითხეს.
როგორც მარიამ წამალაშვილმა განაცხადა, აღნიშნული აქციის საფუძველზე "კათარზისის" ბიბლიოთეკას "ბიბლუსისგან" ისეთი წიგნები შეემატება, რომელთა წაკითხვითაც მოხუცები კმაყოფილები დარჩებიან.
"მადლობა "ბიბლუსს" ახალი წიგნებისთვის, რომელიც ჩვენ ბიბლიოთეკას გადასცეს. ასევე, მადლობა ამ მშვენიერი პოეზიის საღამოსთვის~, -განაცხადა "კათარზისის" წარმოამდგენელმა ილია ნიშნიანიძემ.
"კათარზისის" ბენეფიციართა თქმით კი, "ბიბლუსის" საჩუქარი მნიშვნელოვანია, დროის დიდ მონაკვეთს სათნოების სახლში ატარებენ და ბიბლიოთეკისთვის გადაცემული ახალი წიგნები მათ ყოფას უფრო საინტერესოს გახდის.