საქართველოს გეომონაცემების "გუგლის მეფ მეიქერზე" განთავსების პრობლემა გადაჭრილია

საქართველოს გეომონაცემების "გუგლის მეფ მეიქერზე" განთავსების პრობლემა გადაჭრილია.

"გუგლ მეფ მეიქერზე" მონაცემები ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია ჩატვირთული. მონაცემების დამუშავებისა და დაზუსტების შემდეგ რუკა სრულყოფილ სახეს მიიღებს და გუგლ მეფში განთავსდება. თეთრი ლაქის ნაცვლად ნებისმიერ მსურველს რუკის მიხედვით საქართველოს ტბების, მდინარეების, დაცული ტერიტორიების, ქუჩების, ქალაქებისა და სოფლის გზების ნახვა შეეძლება.

კომპანიამ "გუგლიმ" საქართველოს შესახებ მონაცემები რამდენიმე წყაროსგან მიიღო. რაც შეეხება პრობლემის მიზეზებს, საჯარო რეესტრში, რომელიც რუკის შექმნაზე მუშაობდა, აცხადებენ, რომ ელექტრონული რუკის მომზადებას და დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა.

როგორც რეესტრის წარმომადგენელმა სოსო წიქარიშვილმა განაცხადა, კარტოგრაფიულ მონაცემებს, საჯარო რეესტრთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ამუშავებდა, მათ შორის კომპანია (ომსი) ათას მოხალისესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ელექტრონულ რუკას ქმნიდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ მონაცემების ნაწილი "გუგლს" შესაფასებლად გაუგზავნა.

ქართული მხარე გუგლის რუკაზე საქართველოს არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს როგორც ტურისტებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც უცხო ქვეყნებში სააკუთარი ბიზნეს ინვესტიციის ჩადებას აპირებეს. ამის გამო, გუგლისთვის მონაცემების დამუშავების და გადაგზავნის პოროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მინისტრი გასულ წელს კალიფორნიაში გუგლის ხელმძღვანელობასაც შეხვდა.

ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა