საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ძველი კოდები ძალაში დღეს დღის ბოლომდე იქნება.
კომუნიკაციის კომისიის ინფორმაციით, ხვალიდან ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში დარეკვა მხოლოდ ახალი კოდების მეშვეობით მოხდება.
ნუმერაციის ეროვნული გეგმის პროექტის ფარგლებში, თბილისის ახალი კოდი არსებული 22-ის ნაცვლად 32 იქნება, ბათუმის კოდი – 88222, 422-ით იცვლება, ქუთაისის კოდი – 231, 431-ით, რუსთავის კოდი – 24, 34-ით.
ნუმერაციის ეროვნული გეგმით, სოხუმის ახალი კოდი 442 იქნება, ხოლო ცხინვალის - 344.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, ზესტაფონის ახალი კოდი იქნება 492, გორის – 370, ზუგდიდის - 415, თელავის – 350, ჩოხატაურის - 419, კასპის – 371, ლანჩხუთის – 494, ლაგოდეხის – 354, მესტიის – 410, მცხეთის – 373, ოზურგეთის - 496, სამტრედიის – 411, საჩხერის – 435, სენაკის – 413, სიღნაღის – 355 და სხვა.
რომელიმე კონკრეტულ ქალაქში დასარეკად გამომძახებელმა აბონენტმა უნდა აკრიფოს პრეფიქსი 8, შემდეგ კონკრეტული ქალაქის აბონენტის ნომერი.
ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა მარტიდან დაიწყო. მარეგულირებელმა ორგანომ ყველა ოპერატორს აბონენტების ინფორმირება დაავალა.