პროექტ "ამხილე ჯალათის" მორიგი აქცია გაიმართა

სახალხო კრების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და მოძრაობა "არა"-ს აქტივისტებმა პროექტ "ამხილე ჯალათის" მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ზაქარიაძის ქუჩის #11-თან შეიკრიბა, სადაც მათი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანი გოდერძი ნატროშვილი ცხოვრობს.

როგორც მოძრაობა "არა"-ს ლიდერმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა, გოდერძი ნატროშვილი 2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული, აქტიურად მონაწილეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევებში, აქციის მონაწილეების ცემასა და დაპატიმრებებში, რაც საბოლოოდ მისი კარიერული წინსვლის საბაბი გახდა. ჩიტაძის თქმით, დღეისათვის გოდერძი ნატროშვილი ისან-სამგორის პოლიციის უფროსია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზაქარიაძის ქუჩის #11-თან ნატროშვილის ფოტოები გააკრეს წარწერით "ვიცით ვინც ხარ". მათი განცხადებით, პროექტ "ამხილე ჯალათის ფარგლებში" ანალოგიური საპროტესტო აქციები გაგრძელდება და პოლიციის კიდევ ბევრ მაღალჩინოსანს ამხელენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია