ბათუმში როკ-ფესტივალი "Global East Rock Festival 2011 Batumi Open Air" ივლისში გაიმართება

როკ-ფესტივალი "Global East Rock Festival 2011 Batumi Open Air" ბათუმში, ივლისში გაიმართება.

როგორც ~ინტერპრესნიუსის~ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა _ პოლონურ-უკრაინული საკონცერტო სააგენტო "Global Promotion"-ის დირექტორმა დმიტრო ხლივინსკიმ და საქართველოს როკ-მუსიკის ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ერნსტ ხერუმოვმა აღნიშნეს, ფესტივალი ბათუმში, ე.წ. ანგისას სტადიონზე 17 და 18 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება. ორდღიან ფესტივალზე დასწრების საფასური 80-100 ლარი იქნება.

პროექტში 15 ქვეყნის 17 როკ-ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის "SEPULTURA" (ბრაზილია), "DARK TRANQUILLITY" (შვედეთი), Ken Hensley (URIAH HEEP), “METSATOLL" (ესტონეთი), "CEMETERY OF SCREAM" (პოლონეთი), "CARTHAGODS" (ტუნისი), "METAL SCENT" (ისრაელი), "W.H.I.T.E" (უკრაინა) და სხვა.

დროის სიმცირის გამო, ფესტივალში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ 4 ქართული როკ-ჯგუფი შეძლებს.

ორდღიან ღონისძიებაზე იგეგმება კემპინგი, რაც სტადიონის ტერიტორიაზე კარვებში ღამისთევას გულისხმობს. როკის ფანების ჩამოყვანაზე საზღვარგარეთიდან ფესტივალის ევროპელი პარტნიორები იზრუნებენ. ფესტივალს მხარს ბათუმის მერია უჭერს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ დარჩიძემ განუცხადა, აჭარის რეგიონში უკვე მეხუთე წელია მსგავსი ღონისძიებები ტარდება.

წლევანდელი ~Global East Rock Festival 2011 Batumi Open Air~ ფესტივალიც თავისი მრავალფეროვნებით საინტერესო იქნება როკის მოყვარულებისთვის, რაც ბათუმში ტურისტების რაოდენობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია