შსს-მ სახალხო კრების აქციის ორგანიზატორთა საუბრის ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა

შსს-მ სახალხო კრების ოფისში და რესტორან ~ზღაპარში~ აქციის ორგანიზატორთა ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, რესტორან ~ზღაპარში~, სუფრასთან ბადრი ბიწაძის, ირაკლი ბათიაშვილის და გია უჩავას საუბარია ჩაწერილი. ისინი აქციასთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრობენ. ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ მათ ორგანიზებული დაჯგუფება ~შეფიცულები~ ჰყავთ, თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზებული ჯგუფებიც დაემატოს. ბათიაშვილის თქმით, თუ ხალხის მასას ასეთი ორგანიზებული ჯგუფი უდგას, მასა იქცევა საშინელი ძალად. ბადრი ბიწაძე კი ამბობს, რომ მათ უნდა იცოდნენ, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი.

~თუ ვიცით 500 კაცი არ არის და 50 კაცია, იმ 50 კაცზე გავთვლით. უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება ამითაც საქმის გაკეთება~, - ამბობს ბიწაძე.

მეორე ჩანაწერში, რომელიც სახალხო კრების ოფისში გამართული თათბირია ასახული, საუბარია იარაღის ხელში აღებაზე, მოლოტოვის კოქტეილებზე, "რაგატკებზე", ცივ იარაღზე. ნახსენებია, რომ იარაღი უნდა ისროლონ. თუმცა ჩანაწერიდან არ ირკვევა ამ ფრაზებს რომელი პირები ამბობენ.

ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი