ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო კონცერტს ირაკლი ჩოლოყაშვილი უდირიჟორებს

ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო კონცერტს მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი უდირიჟორებს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ოპერიდან აცნობეს, 31 მაისს, 18.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში თბილისის მერიის მხარდაჭერით დიდი ქართველი კომპოზიტორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.

საიუბილეო კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ეროვნული საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე), ოპერის თეატრის სოლისტებიმზია დავითაშვილი, ნინო ჩაჩუა, ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური მონაწილეობენ.

დირიჟორის ამპლუაში მსმენელთა წინაშე მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი წარსდგება. პროგრამაშია ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებები.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს