სამართალდამცველებმა ირინა ბათიაშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, ირინა ბათიაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილოების მისაღებად მიდიოდა.

ირინა ბათიაშვილი ამჟამად დიღომში, პოლიციის წინასაწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

აქცია აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან იგეგმებოდა, თუმცა პოლიციამ აქცია დასაწყისშივე აღკვეთა. აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის: "აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია". დაკავებულია ასევე ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ