აღმაშენებლის ხეივნიდან რობაქიძის გამზირზე გადასასვლელი გზის მონაკვეთი 4 თვით დაიკეტება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ხვალიდან 4 თვის განმავლობაში აღმაშენებლის ხეივნიდან რობაქიძის გამზირზე გადასასვლელი გზის მონაკვეთი დაიკეტება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აღმაშენებლის ძეგლთან მისასვლელი გზა იკეტება, რადგან მიმდინარეობს აღმაშენებლის ძეგლთან არსებული გვირაბის გათხრითი სამუშაოები, რომელიც დაახლოებით 4 თვემდე გასტანს.

ქალაქიდან გასასვლელად, გელოვანის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის აღმაშენებლის ძეგლამდე გაკეთდა პირდაპირი შემოვლითი გზა, რომელიც აღმაშენებლის ძეგლის გვერდის ავლით გელოვანის გამზირს რობაქიძის გამზირთან აკავშირებს. ამისათვის, ნებისმიერმა სატრანსპორტო საშუალებამ რობაქიძის გამზირი ხელმარცხნივ აღმაშენებლის ხეივნისკენ უნდა გადაკვეთოს.

"ყველა სატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის ვინც ქალაქში შემოდის დასავლეთ საქართველოდან და რომელიც რობაქიძის გამზირის გავლით გადაადგილდებოდა დიდუბის ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, მშენებლობის პროცესში ალტერნატივად მინდელის ან ახმეტელის ქუჩა უნდა გამოიყენონ. ყველგან განთავსდება საინფორმაციო ბანერები და ავტოსატრანსპოტო საშუალებების მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი საშუალებით სიახლეს გაეცნონ", _ აცხადებენ მერიაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია