ილია მეორე - გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება

საქართველოს ეკლესია ღიაა ყველსთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და საქართველო - ამის შესახებ , სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქი ამ საკითხს საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ვიზიტზე საუბრისას შეეხო. "გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მაქვს დიდი გამოცდილება, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს", - აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობას. "სომხებს აქვთ სურვილი, გახსნან კიდევ ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ საქართველოში გაიხსნება სომხური ტაძრები, სომხეთშიც აუცილებლად უნდა გაიხსნას ქართული ტაძრები. შევთანხმდით, რომ მომავალში უფრო კარგი თანამშრომლობა გვექნება. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და ქვეყანა", - აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია მუდმივად აწარმოების დიალოგს ყველა ხალხთან და ამაზე უარს არასდროს ამბობს, მაგრამ "ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას, სულიერებას".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია