გაერო-ს გენერალურ მდივნად ისევ პან გი მუნი აირჩიეს

გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, მეორე ვადით აირჩიეს. ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც მის კანდიდატურას კენჭი უყარეს, ნიუ-იორკში გაიმართა.

სამხრეთ კორეის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პან გი მუნი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

კრიტიკოსების ნაწილი გენერალურ მდივანს ძალაუფლების სიყვარულში ადანაშაულებს, სხვები კი კლიმატის გლობალური ცვლილების საკითხში მის პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ საპროტესტო მღელვარებასთან გაერო-ს გენმდივნის დამოკიდებულებას აქებენ.

პან გი მუნი გაეროს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა, ოფიციალურად, 2012 წლის 1 იანვრიდან იწყება და 2016 წელს სრულდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ