საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე დაკავებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გედენიძის დედამ მარინა ანდღულაძემ დაუდასტურა.
"არ ვიცი, რატომ დააკავეს ისინი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ირაკლიც და ნათია დაკავებულები არიან", - განაცხადა მარინა ანდღულაძემ
ამ წუთებშში ასევე ცნობილი გახდა, რომ ასევე დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.
რამდენიმე ხნის წინ "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა, რომ დაკავებულია ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც მოდულის შენობაშია გადაყვანილი. დაკავების დეტალები და მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.