აბიტურიენტთა ზოგადი უნარ-ჩვევების საგამოცდო ტესტების სწორი პასუხები გამოქვეყნდა.
ტესტები, რომლებიც გამოცდებზე იყო გამოყენებული და მათი სწორი პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა(www.naec.ge) გამოქვეყნებული. გარდა ამისა, პასუხები განთავსებულია გამოცდების ცენტრის Facebook-ის გვერდზეც - www.facebook.naec.ge
აბიტურიენტების გამოცდა ზოგად უნარ-ჩვევებში 4 და 5 ივლისს, ოთხ ნაკადად ჩატარდა. გამოცდა დაახლოებით 33 000-მა აბიტურიენტმა გაიარა.