განათლების მინისტრი მაგისტრანტების გამოცდის მიმდინარეობას ბათუმში აკვირდებოდა

განათლების მინისტრი მაგისტრანტების გამოცდის მიმდინარეობას ბათუმში აკვირდებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდა.

მესამე წელია რაც ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტარდება. წელს გამოცდაზე მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა - 7 000 დარეგისტრირდა. გამოცდები ორ დღეს - 14 და 15 ივლისს ტარდება. პირველ დღეს მაგისტრობის კანდიდატთა ტესტები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაზეა. წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულა 21-ია, აპლიკანტს მინიმალური 6,4 ქულის მოპოვება ევალება. ანალიტიკური წერისთვის მაქსიმალური ქულა 24-ია, აპლიკანტმა მინიმალური 7,3 ქულა უნდა დააგროვოს.

15 ივლისს აბიტურიენტები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაზე გააკეთებენ ტესტებს. ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, მინიმალური - 5,2. რაოდენობრივი მსჯელობის ტესტი 20 ქულით ფასდება, აპლიკანტმა ბარიერის გადასალახად 5,1 მინიმალური ქულა უნდა მოიპოვოს.

საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხი ნაწილიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამ ნაწილში მაინც უნდა გადალახოს.

მაგისტრანტების დაფინანსებითვის გამოყოფილი თანხის 10% შედეგების რეიტინგული სიის საფუძველზე ნაწილდება. ამ შემთხვევაში მაგისტრანტი ნებისმიერ ფაკულტეტზე გრანტით სარგებლობს. თანხის 90% დარგების მიხედვით ნაწილდება. 40% ყველა მიმართულებით, 50% კი, პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც ყოველწლიურად დგინდება.

2011 წლისათვის დაფინანსება მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: საბუნებისმეტყველო-10%; საინჯინრო-9%; ჰუმანიტარული-8%; სციალური -7%; განათლება და პედაგოგიკა-6%; მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები-4%; აგრარული-2,5%; ხელოვნება-2%; ჯანდაცვა-1,5%; ბიზნესი და ეკონომიკა-0%; სამართალი-0%.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია