ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსი პოლიციამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალება ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღებამ განაპირობა.
ბრიტანელი პოპ-მომღერალი, ასევე, ცნობილი იყო სკანდალური პირადი ცხოვრებითაც.
ემი ვაინჰაუსს მიღებული აქვს გრემის ხუთი პრემია, მათ შორის ჯილდოები წლის საუკეთესო სიმღერისთვის, დებიუტისა და საუკეთესო პოპ-ალბომისთვის.