ქართველი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი 90 ბავშვისთვის ახალდაბაში ბანაკი ფუნქციონირებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარედან" აცნობეს, მათი ფონდი უკვე მე-6 წელია ახორციელებს პროექტს "საზაფხულო ბანაკების ორგანიზება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ბავშვებისთვის". პროექტს შვეიცარიული ორგანიზაცია "ჰეკს-ეპერი" აფინანსებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბანაკები სამ ნაკადად მოეწყო. პირველ და მეორე ნაადში ქართველი ბავშვები სომხეთში იმყოფებოდნენ. მესამე ნაკადი კი ახალდაბაში ხორციელდება, სადაც ქართველ და სომეხ ბავშვებთან ერთად საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები იმყოფებიან.
საზაფხულო ბანაკის მიზანი, ბავშვების დამეგობრებაა. ისინი ამ მიზნით კულტურულ, საგანმანათლბლო და სპორტულ პროგრამებში არიან ჩართული. ახალდაბაში ბანაკი 20 ივლისს გაიხსნა და 12 დღიანი იქნება. წელს სულ სამივე ნაკადის შედეგად საზაფხულო ბანაკებში 110-110 ქართველი და სომეხი, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელი 30 ბავშვი დაისვენებს.