საგამოძიებო სამსახურმა ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები დააკავა

მომხმარებელთა მოტყუებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებული არიან საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი გივი აბუაშვილი, ამავე სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი დავით ბასილაშვილი, ავტოგასამართი სადგურის "დიდუბე 2009"–ს მენეჯერი ჯონდო ბითაძე, შპს "ელ და ემ"–ის მენეჯერი სარდიონ ბურდულაძე, ავტოგასამართი სადგურის "ელ და ემ"–ის დირექტორი გოჩა ხარაიშვილი, შპს "მაქსოილის" დირექტორი როსტომ ლეკიშვილი, შპს "ალგეთის" ხელმძღვანელი დავით ჩიგოგიძე, შპს "ვას–სერვისის" დირექტორი ვასილ ჯიქია და მენეჯერი ავთანდილ ბიძინაშვილი, შპს "ა.ბ.–17" –ის დირექტორი ბესიკ კაპანაძე, ინდმეწარმეები ზაზა ღვინიაშვილი და მარიფ ალიევი, შპს "არაგვი–ბროკერ–ოილის" დამფუძნებელი გიორგი ხუროშვილი, ელექტრომექანიკოსები ვალენტინ როვენკოვი, გურამ ტატიაშვილი და ლევან ასტოიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საწავავის ჩამოსასხმელ აპარატების მექნიზმებს ისე ამონტაჟებდნენ, რომ მრიცხველზე საწვავი და თანხა სწორად ფიქსირდებოდა, რეალურად კი ავტომანქანების ავზში ბევრად ნაკლები საწვავი ისხმებოდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანადგარების დოზატორების ასეთი მუშაობის გამო მომხმარებელს ყოველ 20 ლიტრ საწვავზე თითქმის 1 ლიტრანახევარი აკლდებოდა. "საქართველოს სტანდარტების სააგენტოს" თანამშრომლებისათვის – გ. აბუაშვილისა და დ. ბასილაშვილისათვის კარგად იყო ცნობილი დანადგარების გაუმართავი მუშაობის შესახებ, მაგრამ მათ ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის თანხები აიღეს და ბენზინგასამართი სადგურის დანადგარების ვარგისიანობის შესახებ ყალბი ცნობები გასცეს.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე, 219–ე და 284–ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში 7–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია