თამაზ ჭილაძე - შეიძლება არ ეთანხმებოდე შემოქმედს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასაჯო

რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუა დღეს სინონიმები არიან, - ამბობს მწერალი თამაზ ჭილაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, სტურუას სახელთან ქართული თეატრის ბედია დაკავშირებული და ის, რაც რუსთაველის თეატრში მოხდა სენსაციური ამბავია.

მწერალი ამბობს, რომ ყველაზე მეტად სტურუას შემცვლელზე მოლაპარაკე თეატრმცოდნეების დამოკიდებულება აოცებს.

"როგორ შეიძლება არ იცოდნენ, რომ დიდ ნიჭს შემცვლელი არ ჰყავს. ამბობენ, შეუცვლელი პიროვნება არ არსებობსო, როგორ არ არსებობს! ხელოვნების, კულტურის ისტორიას შეუცვლელი პიროვნებები ქმნიან. თუ ვინმეს შეცვლა შესაძლებელია, ის არ არის ხელოვანი, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხელოვანი", - ამბობს მწერალი.

მისივე თქმით, რუსთაველის თეატრის ხვალინდელ დღეს ვეღარ ხედავს.

"როგორ შეიძლება ვინმეს მიუთითო, რა თქვას და რა არა… ეს ხომ უკვე გავიარეთ ისტორიულად, როცა კატეგორიულად იყო განსაზღვრული რა უნდა ეთქვათ და რა – არა, დამრღვევებს კი უსწორდებოდნენ. ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, იმედია. შეიძლება არ ეთანხმებოდე შემოქმედს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასაჯო… ჩვენი პარლამენტი ისე ამთავრებს მოღვაწეობას, თეატრში ერთხელაც არ შეცდენია ფეხი", - აღნიშნავს მწერალი.

თამაზ ჭილაძის თქმით, ის, რომ რუსეთი ნიჭიერ ხელოვანებს "იწოვს", მისი კულტურის სიდიადეზე მეტყველებს.

ბმული

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია