საქართველო სლოვენიასთან 75-87-ით დამარცხდა

ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სლოვენიის გუნდთან 12 ქულის სხვაობით, 75-87 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიის ნაკრებს, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, ქართველმა კალათბურთელებმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ მატჩის ბოლო წამამდე იბრძოლეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ორი პერიოდი საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი მათ 10 ქულის სხვაობით 25:15 მოიგეს, მეორე პერიოდი კი დასრულდა ფრედ 40-40.

უკვე მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებსა და სლოვენიის ნაკრებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო, ანგარიში იყო 58-59, ხოლო მეოთხე მეოთხედში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, იყო მომენტები როდესაც ქართველები სხვაობას მინიმუმამდე ამცირებდნენ, თუმცა საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სლოვენიის ნაკრებმა მაღალი კლასის ხარჯზე მოახერხა გამარჯვების მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ ხშირი იყო შეცდომები ქართველი კალათბურთელების მხრიდან გადაცემების დროს, ისინი საკმაოდ ხშირად კარგავდნენ ბურთს.

დღეს საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა. პირველი შეხვედრაში ქართველებმა დაამარცხეს ბელგია, მეორე შეხვედრაში დამარცხდნენ რუსეთთან, რომელიც ასევე ითვლება წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერად.

ხვალ საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა