თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და თბილისის დენდროლოგიური პარკი დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოდის

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და თბილისის დენდროლოგიური პარკი დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოდის. შესაბამისი ცვლილება "თბილისის ეროვნული პარკის" შესახებ კანონში შედის.

კანონპროექტით, თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში აღარ არის თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) NN1–6 კვარტალები, რაც სულ 425,53 ჰექტარს მოიცავს. ასევე, პარკის შემადგენლობიდან გამოდის თბილისის დენდროლოგიური პარკიც, რომელიც სულ 300 ჰექტარზეა.

თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადადის.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს