ყოფილი რექტორი თსუ-ის პროფესორი ვერ გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა, უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა.

გიორგი ხუბუას და ასევე არაერთ ცნობილ იურისტს, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული, თუმცა, შესაბამისმა კომისიამ მათზე არჩევანი არ გააკეთა.

თსუ-ის იურიდული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები ასევე ვერ გახდნენ იურისტი გაგა გაბრიჩიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი კახი ყურაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, იურისტი ეკა სირაძე, ყოფილი "ეროვნულ-დემოკრატის", გია კობახიძის შვილი ირაკლი კობახიძე, იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე, მთაწმინდაზე, გია მაისაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ა.შ.

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: ბესარიონ ზოიძე; დავით კერესელიძე; თევდორე ნინიძე; ლადო ჭანტურია; ირაკლი ბურდული; თამარ ზამბახიძე; გიორგი ცერცვაძე; ლევან ალექსიძე; კონსტანტინე კორკელია; მაია კოპალეიშვილი; ირმა ხარშილაძე; გიორგი კვერენჩხილაძე; ნანა ჭიღლაძე; გიორგი თევდორაშვილი; გიორგი კახიანი; მაია ივანიძე; ლალი ფაფიაშვილი; გიორგი თუმანიშვილი; გიორგი დავითაშვილი; ნუგზარ სურგულაძე; დავით ბოსტოღანაშვილი და მარინა გარიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია