ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების და 60 წლის ზემოთ პირების საყოველთაო დაზღვევა, შესაძლოა, მომავალი წლიდან განხორციელდეს. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნოზოლოგიების ვრცელი პაკეტი შედგება, რომლითაც ზემოთ აღნიშნული დაზღვეული პირები ისარგებლებენ. მათ სამედიცინო ხარჯებს კი, მთლიანად სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
ამასთან, დაზღვევით კვლავ ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები. ქაცარავამ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მედიკამენტების კომპონენტით სოციალურად დაუცველთა სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებაზეა საუბარი.
ქაცარავა თვლის, რომ სოციალურად დაუცველთა სადაზღვევო პაკეტი კარგია, მთავარია სადაზღვევო კომპანიებმა პირობები შეასრულონ.