"თავისუფალი დემოკრატები" გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის საქმის გამოძიებას ითხოვენ

"თავისუფალი დემოკრატები" სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, სერგო თეთრაძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდულმა მოძრაობამ აღნიშნული მოთხოვნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა ძაგნიძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, 57 წლის სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 17 სექტემბერს სახლიდან გაიტაცეს და ერთ კვირაში ოჯახს გარდაცვლილი დაუბრუნეს.

მისი განცხადებით, პატიმარი გარდაიცვალა საეჭვო გარემოებებში და ის, სავარაუდოდ, გლდანის ციხეში წამებით მოკლეს.

"ქვეყანაში გაბატონებულია შიში და ოჯახი უარესი რეპრესიების მოლოდინში ხმას ვერ იღებს. "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გვემოქმედა. ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება მსგავსი რეაგირება. აღნიშნული აქცია არის გამაფრთხილებელი ხასიათის და პერმანენტულად გავაგრძელებთ", - განაცხადა შოთა ძაგნიძემ.

აქციის მონაწილე მალხაზ თოფურიას განცხადებით, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ეს ხელისუფლების ჯაშუშომანიის შედეგია და მას ეჭვი ეპარება თეთრაძის ჯაშუშობაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს