დავით გამყრელიძე - მილიარდებთან მიახლოებას მხოლოდ ერთი ადამიანის მეხოტბეობა სჭირდება

მილიარდებთან მიახლოებას მხოლოდ ერთი ადამიანის მეხოტბეობა სჭირდება. ამის შესახებ დღეს "ახალი მემარჯვენეების" ოფისში გამართულ თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

დავით გამყრელიძემ "ახალი მემარჯვენეების" მიერ 10 წლის განმავლობაში განვლილი გზა შეაჯამა და პარტიაში ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის ბოლო წლების რადიკალიზმი დამღუპველი აღმოჩნდა და ამიტომ "ახალი მემარჯვენეები" ემიჯნებიან ამ გზას. ამით ახსნა გამყრელიძემ თავის დროზე ოპოზიციური "რვიანისგან" "მემარჯვენეების" გამოყოფა, რამაც, მისი თქმით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან აგრესია გამოიწვია.

"წამოვიდა ცილისწამებები, რომ "ახალი მემარჯვენეები" მილიონზე გაიყიდნენ და ამ ფონზე, როდესაც ქართულ პოლიტიკაში მილიარდები გამოჩნდა, ჩვენი კრიტიკოსები ისე ერთხმად და ისეთი აჟიოტაჟით გადაეშვნენ მილიარდერის უბეში, რომ პირდაპირ გაგვკვირვებია", - დასძინა დავით გამყრელიძემ.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რთულია მიიღო მილიონი ლარი დაფინანსება და ამისთვის არჩევნებში მინიმუმ 100 ათასი თანამოქალაქის მხარდაჭერაა საჭირო მაშინ, როდესაც მილიარდებთან მიახლოებას მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეობა სჭირდება.

ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა