"Myvideo.ge" საავტორო უფლებების ლიცენზიას ყიდულობს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ინტერნეტპორტალ "Myvideo.ge"-ს შორის ხვალ სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდება.

ლიცენზიის საფუძველზე, ინტერნეტპორტალზე განთასვებული ფილმები, მუსიკა და სხვა პროდუქცია საავტორო უფლებებით იქნება დაცული. მისი განთავსებისთვის ინტერნეტპორტალი საავტორო ჰონორარს გადაიხდის, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის მიზანია, ლიცენზირებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს მდარე ხარისხის, უკანონო და არალიცენზირებული პროდუქცია ქართულ ინტერნეტ გვერდებზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ინტერნეტსივრცის ლეგალიზაციას და ვებ-გვერდებზე ლიცენზირებული პროდუქციის განთავსებას.

ლიცენზიას ხელს მოაწერენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და "Myvideo.ge"-ს დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი. ხელმოწერის ღონისძიება ხვალ, 12:00 საათზე "საქპატენტის" ოფისში შედგება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია