თბილისის მერია ტრამვაის სისტემის მშენებლობისთვის ტენდერს იანვარში გამოაცხადებს

თბილისის მერია ტრამვაის სისტემის მშენებლობისთვის ტენდერს მომავალი წლის იანვარში გამოაცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დღეს უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფი "თბილისის ტრამვაის" პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს, მერიისა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს სატრანსპორტო საშუალების – ტრამვაის უპირატესობები. პრეზენტაციაზე დაგეგმილია ტრამვაის სხვადასხვა წარმოების და მარკის ვაგონების განხილვა. წარმოდგენილი იქნება ჩეხური წარმოების ტრამვაის ვაგონების ფოტონიმუშები, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ჩეხური წარმოების ტრამვაი ფუნქციონირებს.

თბილისის მერია ტრამვაის სისტემის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის იანვარში გეგმავს. მანამდე ფრანგული კომპანია "სისტრას" კვლევის შედეგად შეირჩევა თბილისის უბნები და რაიონები, რომლებიც ტრამვაის სისტემას საჭიროებენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია