პრესის ჯიხურების შესახებ მერიამ განმარტება გააკეთა

ახალ სავაჭრო ჯიხურებში, სურვილისამებრ, პრესის გაყიდვაც იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა .

"სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოპოვების აუქციონში მონაწილეობის საშუალება ყველა კომპანიას აქვს, მოგების შემთხვევაში კი, მას უფლება ეძლევა, გაყიდოს ის საქონელი, რომელიც სურს, მათ შორის ჟურნალ-გაზეთები. ყველა კომპანია იქნება თანაბარ პირობებში, რადგან დაუშვებელია რომელიმეს მიეცეს პრივილეგირებული მდგომარეობა. ამით ჩვენ დავარღვევთ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს", - ასე უპასუხა მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ პრესის ჯიხურების აღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრესის წარმომადგენელთა პროტესტს.

ამასთან, მერიის პრესსპიკერის განმარტებით, ჯიხურის განთავსების უფლების მოპოვება არც ისე ძვირი ღირს და რიგ შემთხვევებში, კომპანიებს ნებართვის მიღება წელიწადში 1000 ლარზე მეტი შესაძლოა, არც დაუჯდეთ.

"თუ საუბარია იმაზე, რომ მაღალი ფასებია ჯიხურებზე, ეს ასე არ არის. არის კონკრეტული ფაქტები, როცა აუქციონებზე რამდენიმე ათასად მომხდარა ჯიხურის გაყიდვა, მაგრამ 270 ჯიხურზე აუქციონი არ ჩატარებულა, რადგან დაინტერესება არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ამ კონკრეტულ ადგილებზე წელიწადში მხოლოდ 1000 ლარად შეიძინოს კომპანიამ ჯიხურის განთავსების ლიცენზია. 1000 ლარი კი ის თანხაა, რომლის გადახდის საშუალებაც აბსოლუტურად ყველა ეკონომიკურ სუბიექტს აქვს", - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძე გამოეხმაურა იმ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, აღება არ ემუქრება "ვაიდდისტრიბუშენის" ქსელის 250 ჯიხურს და აღნიშნა, რომ როგორც კი ამ სადისტრიბუციო კომპანიას ჯიხურების განთავსების ნებართვის ვადა ამოეწურება, მასზეც ახალი აუქციონი გამოცხადდება.

"პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერავინ იქნება. თუ საუბარია იმ ჯიხურებზე, რომელთა მფლობელ კომპანიებს აქვთ შესაბამისი ნებართვა, როგორც კი მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დაუმთავრდებათ, იმ ტერიტორიაზეც ხელახლა გამოცხადდება აუქციონი", - აღნიშნავენ მერიაში.

როგორც ცნობილია, მერიამ პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია.

ვიდეო

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს