უზენაეს სასამართლოში სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოში უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელებისთვის სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა უნიკალური პროდუქტია ქართულ სივრცეში. მისი შექმნისას გათვალისწინებული იყო მრავალი თანამედროვე ბიბლიოთეკის გამოცდილება (მაგ.: კონგრესის ბიბლიოთეკის, LexisNexis-ის, გუტენბერგის პროექტის და ა.შ.).

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ბიბლიოთეკის მისამართია www.library.court.ge. დღეისთვის ბიბლიოთეკას 1300 მეტი მკითხველი ჰყავს.

ბიბლიოთეკაში როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით დაცულია 12000 მეტი იურიდიული ლიტერატურა - წიგნები, ჟურნალები, სტატიათა კრებულები, ვიდეო და აუდიო ფაილები.

უზენაესი სასამართლოს ინიციატივით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უკვე შეხვდა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. უახლოეს დღეებში კი უზენაეს სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ