პარტიებს წელიწადში კრედიტის სახით მხოლოდ 100 000 ლარის აღება შეეძლებათ

პარტიებს კომერციული ბანკებიდან წლის განმავლობაში შესაძლოა მხოლოდ 100 000 ლარის ოდენობის სესხის ან კრედიტის აღების უფლება მიეცეთ.

პარტიების მიერ სესხის ან კრედიტის აღება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით რეგულირდება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ევროსაბჭოს რეკომენდაციების თანახმად, დასარეგულირებელია პარტიის მიერ სესხის/კრედიტის მიღების საკითხი. ერთის მხრივ, პარტიის მიერ მიღებული კრედიტები საჭიროა სათანადოდ აღირიცხოს, ხოლო შეღავათიან პირობებში კრედიტის აღება აგრეთვე უნდა ჩაითვალოს შემოწირულობად. ასევე, კრედიტის მიღების უფლებამ არ უნდა მისცეს პარტიას შესაძლებლობა, გვერდი აუაროს შემოწირულობათა ზღვრულ ოდენობას.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული საკითხი განსხვავებულად რეგულირდება. მაგალითად ლატვიაში, აკრძალულია პარტიის მიერ კრედიტის აღება, ხოლო პორტუგალია განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა ჯგუფს, სადაც კრედიტის აღება მხოლოდ საბანკო დაწესებულებათა მეშვეობითაა შესაძლებელი.

ქართული კანონმდებლობით კი, კანონპროექტის მიხედვით, პარტიას კრედიტის აღება შეეძლება მხოლოდ კომერციული ბანკისგან, დადგინდება კრედიტის მაქსიმალური ზღვარი წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო შეღავათიან პირობებში გაცემული კრედიტი, შემოწირულობად ჩაითვლება იმ ნაწილში, რაც განსხვავდება ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთისა და სხვა ძირითადი პირობებისგან. ანალოგიური წესი გავრცელდება ფასდაკლებით (შეღავათიანი პირობებით) მიწოდებულ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე და შემოწირულობად ჩაითვლება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან. პროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია და მისი ინიცირება პარლამენტში პარასკევს მოხდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია