პრესის გავრცელების სამსახურ "მაცნეს" ქსელი პარალიზებულია

დედაქალაქში პრესის გავრცელებას დღეს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სადისტრიბუციო კომპანია "მაცნეს" წარმომადგენელმა, თინათინ ხარბედიამ განუცხადა, "მაცნეს" მთლიანი ქსელი დღეს, პრაქტიკულად, პარალიზებულია , რის მიზეზიც თბილისში პრესის გავრცელების ჯიხურების აღებაა.

"პრესის მიწოდება ჩვენგან არ მომხდარა. გაზეთები არც მიგვიღია ქსელში გასაშვებად. გუშინ გაგვაფრთხილეს, რომ ჯიხურები უნდა აეღოთ, საუბარია 23 ჯიხურზე. ისიც არ ვიცოდით, რომელი ჯიხური მიჰქონდათ და რომელს - ტოვებდნენ. ამიტომ გაზეთები არ მიგვიღია, რადგან ქსელში ვერ გავიტანდით. დღეს პრესა ჩვენგან გასაყიდად არ გასულა", - აღნიშნა ხარბედიამ.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს. "ამ დროისთვის საერთო ჯამში, თბილისის მასშტაბით "მაცნეს" 52 ჯიხურია აღებული", - განაცხადა "მაცნეს" წარმომადგენელმა.

მნიშვნელოვან შეზღუდვებზე საუბრობს "პლანეტა ფორტეს" წარმომადგენელიც. მერაბ ჩანჩალაშვილის განცხადებით, პრესის გავრცელების ჯიხურები თბილისის ქუჩებში პრაქტიკულად აღარ არის. მისი თქმით. მარტო დღეს "პლანეტა ფორტეს" რვა ჯიხური აიღეს.

ამასთან, დღეს გამოვიდა გაზეთები: "რეზონანსი", "ახალი თაობა", "საქართველოს რესპუბლიკა", "24 საათი"; "სიტყვა და საქმის" კატალოგი, "საერთო გაზეთი", "ლელო", "სპორტინფო", "ფსონი" და კიდევ რამდენიმე სპორტული გაზეთი.

პრესის გავრცელების ჯიხურების აღება მერიის პროექტ "1000 ჯიხურის" გამო ხდება, რომლის ფარგლებშიც თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურები ჩაიდგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა აქამდე ჩატარებულ აუქციონებში, არსებული ინფორმაციით, ძირითადად გაიმარჯვეს კომპანიებმა: "კოდა", "კუმისი", "ნუგეში", "იოლი".

"საქართველოს პრესის ასოციაცია" და ჟურნალისტები მერიის ახალ პროექტს პრესის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებენ და არსებული ჯიხურების აღების საპროტესტოდ აქციებიც გამართეს.

გარდა ამისა, კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისთვის" აუქციონებში მონაწილეობის მსურველ პირებს მიმართა, რომ "გამოიჩინონ მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია, არ მიიღონ მონაწილეობა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში, უარი თქვან აუქციონებში მონაწილეობაზე იმ ადგილებზე, სადაც ამჟამად ან მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები, ასეთი კი თბილისში სულ 150 ადგილია".

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს