უკრაინული "ოლექსანდრიას" ქართველი ნახევარმცველი, დავით თარგამაძე კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად თარგამაძე კლუბის ქომაგებმა დაასახელეს. გამოკითხვაში მან 1 350 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე 1 190 ხმით იური პანკოვი გავიდა, მესამე ადგილზე კი 1 149 ხმით ანდრეი გიტჩენკოა.
2011 წლის მიწურულს 22 წლის ქართველმა "ოლექსანდრია" დატოვა და კონტრაქტი დონეცკის "შახტართან" გააფორმა, სადაც ის მომავალი სეზონიდან ითამაშებს.
"შახტარმა" თარგამაძის შესაძენად 1 მლნ ევრო გადაიხადა.