აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო ვიდეოფილმების კონკურსს აცხადებს

აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო ვიდეოფილმების კონკურსს აცხადებს. კონკურსის ორგანიზატორია აშშ-ის საელჩო, საქართველოს რვა ქალაქში განთავსებული ამერიკული კუთხე და სტუდია "პიონერ-ფილმი".

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 12-18 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე 3-5 წუთიანი ფილმები უნდა მოამზადონ. საუკეთესო ფილმების ავტორებს აშშ-ის საელჩო დააჯილდოებს.

"კონკურსში მონაწილეობა ადვილი და სახალისოა. ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, სცადონ ფილმების გადაღება და მონტაჟი, უნდა მიაკითხონ ამერიკულ კუთხეებს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში. ახალგაზრდებს გაკვეთილებს სტუდია "პიონერ-ფილმის" დირექტორი გრიგოლ ჩიგოგიძე ჩაუტარებს. მეცადინეობები ამერიკულ კუთხეებში გაიმართება", _ აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო მაისში, თითოეული ამერიკული კუთხის გუნდს თბილისში, ამერიკული კუთხეების ფილმების ჩვენებაზე მიიწვევს. გამარჯვებულებს ჯილდოდ აიპედები, ციფრული ფოტოკამერები და აიპოდები გადაეცემათ.

დაინტერესებულ პირებს კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ შემდეგ ინტერნეტმისამართზე: :  http://georgia.usembassy.gov/american-corners-2/ac_video.html, ან ეწვიონ ამერიკულ კუთხეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა