გუდიაშვილის მოედანზე აქცია "დაიბედე გუდიაშვილი" გაიმართა

გუდიაშვილის მოედანზე აქცია "დაიბედე გუდიაშვილი" გაიმართა. გუდიაშვილის ისტორიულ მოედანზე მდებარე შენობების დაუყოვნებლივ გამაგრების მოთხოვნით აქციაზე, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, ეს არის მესამე აქცია კამპანიის "გაამაგრე გუდიაშვილი" ფარგლებში, რომლის მიზანია, დაუყოვნებლივ გამაგრდეს ისტორიული შენობები და მათ ძველი იერსახე შეუნარჩუნდეს.

"აქ შეკრება არის ჩვენი მანიფესტი და ამავე დროს მინი-ფესტივალი, რადგან აქ მესამედ ვიკრიბებით. ეს მოედანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ის არ უნდა დაინგრეს. ფასადები უნდა განახლდეს ავთენტურობისა და სიძველის შენარჩუნებით და არა რაღაც უცნაურობების აშენებით. მოვითხოვთ, მერიამ გვაჩვენოს რეაბილიტაციის პროექტი. მესამე კვირაა, ისინი საჯარო შეხვედრას გაურბიან", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე მერია არ გამართავს საჯარო შეხვედრას და შენობების გამაგრებითი სამუშაოები არ დაიწყება, აქციები გაგრძელდება. დღეს აქციის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ცეკვის კონკურსები, გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი. აქციის მონაწილეებმა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ტკბილეულიც შეაგროვეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია