მიხეილ სააკაშვილმა ჩოგბურთის კორტები დაათვალიერა

სპორტულ კომპლექს "ოლიმპიკის" ტერიტორიაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად ჩოგბურთის კორტები დაათვალიერა.

მიხეილ სააკაშვილს ცნობილი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ხელმოწერილი ჩოგანი აჩუქეს. პრეზიდენტმა ჩოგბურთი ქართველ ჩოგბურთელთან, ლეილა მესხთან ითამაშა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩოგბურთი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. პრეზიდენტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს დაავალა, რომ შემუშავდეს პროექტები, რომელიც სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ჩოგბურთის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

"დინამოს კორტების დანგრევაზე მიტინგებს აწყობდნენ. მე ამ ხალხს არც ვამტყუბენ, იმიტომ, რომ ეს რომ წინა მთავრობის დროს ყოფილიყო, მართლა დაანგრევდნენ და არაფერს ახალს არ გააკეთებდნენ, მაგრამ ახლა სხვა მთავრობაა, სხვა დროა და დაგვემოწმება ყველა, რომ უფრო მაგარი რაღაც გავაკეთეთ. ჩოგბურთის ჩოგნები, ბურთები, ეს არის ცოტათი ფუფუნების საგანი, თუ ოჯახს ძალიან უჭირს. ამიტომ, გვინდა გავაკეთოთ პროგრამა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან რამდენიმე ასეული ბავშვისთვის ჩოგბურთი ხელმისაწვდომი გავხადოთ. იქ, სადაც იყო ძველი კორტები, შენდება ძალიან დიდი იუსტიციის სახლი და ის ადგილიც ხალხის სამსახურში ჩადგება; ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე თავის პრობლემას გადაწყვეტს. თბილისი ხდება ძალიან კომფორტული ადგილი საცხოვრებლად სულ უფრო მეტად. ძალიან რთული მემკვიდრეობა მიიღო თბილისის მერმა, მაგრამ ვცდილობთ, ამ მემკვიდრეობის სწრაფი ტემპით გადალახვას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სპორტულ კომპლექს "ოლიმპიკის" ტერიტორიაზე, ერთ ნახევარ ჰექტარზე ჩოგბურთის სათამაშო კორტები მოეწყო. ტერიტორიაზე აშენდა ადმინისტრაციული შენობაც, ცხრა ღია და ორი დახურული კორტი. დამონტაჟდა ასევე ტრიბუნები, გათბობისა და სავენტილაციო სისტემები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია