ჯიხვსა და არჩვზე ნადირობა ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთში დასაშვები იქნება. აქამდე არჩვსა და ჯიხვზე ნადირობა აკრძალული იყო 1-ელი მარტიდან 15 დეკემბრამდე , ცვლილებით კი აკრძალული იქნება 1-ელი მარტიდან 1-ელ ივლისამდე და 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ იანვრამდე.
ამასთან, აქამდე, მთელი წლის განმავლობაში აკრძალული იყო ნადირობა ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც 100 სმ-ზე ნაკლები იყო, ცვლილებით კი ნადირობა აკრძალული იქნება მხოლოდ ისეთი ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის აღნიშნული ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში", უკვე ძალაშია.