კიკვიძის ბაღში საპროტესტო აქცია გაიმართა

"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა კავკასიაში" და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის წარმომადგენლებმა კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. კიკვიძის ბაღთან, დასასვენებელი სკვერის ნაწილი უკვე შემოღობილია, სადაც, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უნდა აშენდეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რაიონში ეს ერთადერთი გამწვანების ადგილია და მას "ნაძალადევის ფილტვებსაც" უწოდებენ.

"გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენლის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე ათეულობით ხე-ნარგავის გაჩეხვას აპირებს, რაც დაუშვებელია.

"საგანგაშო ტენდენციად გადაიქცა ხელისუფლების მიერ თბილისში, ისედაც უაღრესად მცირე რაოდენობის ბაღ-პარკების გაჩეხვის ხარჯზე, პოლიციისა და გამგეობის შენობების მშენებლობა. ამ ტერიტორიაზე ასწლოვანი ხეები დგას და პოლიციის ახალ შენობას 70 ხე შეეწირება, რასაც ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვისა და იქ პოლიციის შენობის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პროტესტი უფრო მასშტაბური რომ იყოს, 21 თებერვალს, "გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფი და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას უკვე თბილისის მერიასთან გამართავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია