Retail Group Georgia LLC, საუდის არაბეთის ფავაზ ალ ჰოკაირი ჯგუფის იურიდიული წარმომადგენლობა საქართველოში არის ფრენჩაიზ პარტნიორი ინდიტექსის ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე . ინდიტექს ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოში ტანსაცმლის ბრენდების ყველაზე დიდ ჯგუფს, როგორიც არის: "ზარა", "მასიმო დუტი", "ბერშკა", "სტრადივარიუსი", "ოიშო" და "ფულ & ბეარი". ინდიტექსის ჯგუფის მაღაზიების ვაჭრობა წარმოებს საქართველოში იურიდიული წარმომადგენლის Retail Group Georgia LLC-ის მიერ, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვაჭრობას უკვე განახორციელებს 2012 წლის აპრილიდან, ახლად აშენებულ თბილისი მოლში, რომელიც მდებარეობს დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე.
23 თებერვალს აქსისის სავაჭრო ცენტრში გახსნილი არალეგალური "ზარას" მაღაზია არ მიეკუთვნება Retail Group Georgia LLC –ს და შესაბამისად არ არის ინდიტექსის ოფიციალური წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე ინდიტექსი არ არის ინფორმირებული ზემოაღნიშნული მაღაზიის პროდუქციის წარმომავლობასა და საცალო ვაჭრობის პროცედურების შესახებ. "აქსისის" სავაჭრო ცენტრში გახსნილი "ზარას" მაღაზია არ არის ოფიციალური იურიდიული წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე.
ინდიტექსის ექვსივე ბრენდი თბილისის ბაზარზე დაიწყებს ფუნქციონირებას 2012 წლის აპრილში Retail Group Georgia LLC –ს მიერ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება აწარმოოს ფრენჩაიზი საქართველოს ტერიტორიაზე ზემოთ აღნიშნულ ბრენდებზე. თბილისის მოსახლეობა, რომელიც უკვე სულმოუთბენლად ელის ინდიტექსის ბრენდების ოფიციალურ გახსნას თბილისში სულ მალე იქნებიან მოწვეულნი ამ მაშსტაბურ ღონისძიებაზე.