საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა ცნობილი პოეტის, ტარას შევჩენკოს იუბილე აღნიშნეს და მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს უკრაინის ელჩმა საქართველოში, ვასილი ციბენკომ მიმართა.
"ყოველწლიურად, ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები უკრაინელები პატივს მიაგებენ ტარას შევჩენკოს ხსოვნას. ადამიანისა, რომელიც არსებითად უკრაინელი ერის სიმბოლოა. მის ნაწარმოებებში არის ჩვენი ისტორიაც და ჩვენი ხვალინდელი დღეც. ისინი უკვდავნი არიან, რადგან ჩვენი ერის სულში ცოცხლობენ. ყოველი უკრაინელი, ბედისწერით სადაც არ უნდა აღმოჩნდეს ის, ამ დღეს თავს მოვალედ თვლის მისი ნათელი ხსოვნის წინაშე", - აღნიშნა ვასილი ციბენკომ.