მუნიციპალიტეტებში არსებულ 21 მეჩეთს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა .
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მე-18-მე-19 საუკუნის ფალავანდიშვილების მეჩეთს, რომელიც ახალციხეში, სოფელ ხოსპიოში მდებარეობს.
ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გახდა: მე-20 საუკუნის დასაწყისის მეჩეთი ახალციხის სოფელ ფერსაში; მე-19-მე-10 საუკუნის მეჩეთი ახალციხის სოფელ კლდეში; მეჩეთი ამავე რაიონის სოფელ მუგარეთში; 1898 წელს აშენებული მეჩეთი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში; მე-19 საუკუნის მეჩეთი ადიგენის მუინიციპალიტეტის სოფელ ქიქინეთში; მე-18 საუკუნის მეჩეთი, რაბათიო და მინარეთი ახალციხის მუნიციპალიტეტ სოფელ რაბათში; მე-19 საუკუნის მეჩეთი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ღიობეთში; მე-20 საუკუნის მეჩეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში; მე-19 – მე-20 საუკუნის შურდოს მეჩეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში; მე-20 საუკუნის მეჩეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში; მე-19-მე-10 საუკუნის მეჩეთი, ახალციხის სოფელ ვალეში; მე-19 საუკუნის მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში, რომელიც 1953 წელს არის გადაკეთებული; მე-19 საუკუნის მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახნაგში; მე-19 საუკუნის მეჩეთი ახალციხის მიუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში; მე-19 საუკუნის მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯავში; 1897 წელს აშენებული მეჩეთი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკილიაში; მე-19 საუკუნის სოფ. ნახიდულის მეჩეთი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტშია; ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 1913 წელით დათარიღებული სოფ. თალავერის მეჩეთი; მე-19 საუკუნის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისას მეჩეთი; მე-19 საუკუნის, მარნეულის სოფელ გირიხლის მეჩეთი; მე-19 საუკუნის მარნეულის სოფელ ყიზილ-აჯლოს მეჩეთი;
ამას გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ახალციხეში მე-16-მე-18 საუკუნის რაბათს, მე-16 საუკუნის რაბათს და მინარეთს და მე-18 საუკუნის რაბათს და მედრესეს.