"ახალი თაობა – ახალ ინიციატივას" ქეთევან ჩაჩავა უხელმძღვანელებს

არასამთავრობო ორგანიზაციას "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" ქეთევან ჩაჩავა უხელმძღვანელებს, რომელიც ამ ორგანიზაციაში ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.

ქეთევან ჩაჩავას წარდგენა დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა, სადაც ორგანიზაციამ მიღება გამართა, საზოგადოებას ახალი გუნდი წარუდგინა და სამომავლო ხედვა და პროგრამების ანგარიში გააცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქეთევან ჩაჩავამ განუცხადა, 17 მარტს ჩატარდა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" გენერალური ასამბლეა, რომელზეც მიიღეს რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, კერძოდ, მისი ცნობით, გამოცხადდა ორგანიზაციის სტურქტურა და ახალი გამგეობა აირჩიეს, რომლის რაოდენობაც 7-დან 9 წევრამდე გაიზარდა. სტრუქტრული ცვლილებების შესაბამისად, ორგანიზაციის პირველი პირი და წარმომადგენელი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რომელიც თანამდებობაზე ორი წლის ვადით აირჩიეს.

ორგანიზაციის მიღებას სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ჩაჩავას "ახალი თაობა - ახალ ინციატივაში" ორი წლის განმავლობაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. სტურუქტული რეორგანიზააცის შედეგად, ჩაჩავამ მიხეილ დევდარიანი ჩაანაცვლა, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.

მიხეილ დევდარიანი "ახალი თაობა - ახალი ინიციატივას" 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი კოკი იონათამიშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. დევდარიანი ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობაში. მას ეკუთვნის ინიციატივა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება გახმაურებიდან რამდენიმე დღეში გადაიფიქრეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე