"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვდა

"დემოკრატიული მოძრობის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან შეხვედრა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოეტმა ახალგაზრდებს უამბო თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დროინდელი საქართველოსა და თბილისის ფასეულობების და მსოფლმხედველობის შესახებ.

ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა და ხალხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რისი ნოსტალგია აქვს და რის დაბრუნებას ისურვებდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და ბედნიერები იყვნენ.

"ადამიანი თუ სამ დროში ერთდროულად არ ცხოვრობს, მის ცხოვრებას ცხოვრებას ვერ დაარქმევს კაცი, ჩვენ ამას ვკარგავთ! ასეთ სიცოცხლეს ფასი აქვს?! თუ წარსული დაივიწყე, აწმყო არ გექნება, აწმყოს გარეშე მომავალი გამორიცხულია, ეს გვჭირს დღეს, ეს არის მიზეზი, რომ დღეს ჩემი ხალხი ისე ამაყი და ღირსეული ვერ არის, როგორიც იყო. ომი იყო ჩემს ბავშვობაში, ხალხს საჭმელი არ ჰქონდა, მაგრამ ქართველი მათხოვარი მე არ მინახავს!", - განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა და იქვე აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს ნაღდ ქართულ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდობის, რომელიც ბევრია და სწორად ფიქრობს.

პოეტმა ახალგაზრდებს რამდენიმე ლექსი წაუკითხა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა შემდეგ შეხვედრას, მომავალ კვირაში, მსახიობ გივი ბერიკაშვილთან გამართავს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა