იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, დიღმის ტყე-პარკში გამწვანების აქცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები დიღმის ტყე-პარკს ესტუმრნენ და გამწვანების აქცია მოაწყვეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ორმოცამდე თანამშრომელმა ფიჭვისა და კედარის ასი ნერგი დარგო, რომელიც მათ თბილისის მერიამ გადასცა.

გამწვანების აქცია "მწვანე პროექტის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო 2012 წლის იანვრიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებას ქაღალდის ეკონომიურად მოხმარებისა და მისი ხელმეორე გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.

გამწვანების აქციების გარდა, პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში გამოუსადეგარი, ნარჩენი ქაღალდის შეგროვებაც ხდება, რომელიც შემდეგ ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოებს ბარდება. ამ გზით შემოსული თანხები საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი