მიხეილ სააკაშვილი - წყალტუბო არის მეგა მნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრი

წყალტუბო არის მეგა მნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სამკურნალო კურორტების ცენტრი ვითარდება და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ წყალტუბოს აღორძინებაა.

"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, 5 წლის შემდეგ, წყალტუბო იქნება ყველაზე დიდი საკურორტო სახელი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის მეგა მნიშვნელობის სამკურნალო წყლების ცენტრი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ასობით მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქ წყალტუბოს ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალ წელს წყალტუბოში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, ამას სხვა პროექტებიც მოჰყვება და საბოლოო ჯამში "ეს იქნება წარმოუდგენელი ეკონომიკუირ განვითარების სტიმული".

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა სხვა მინერალური კურორტების აღდგენის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ "ბორჯომი" მსოფლიოში პოპულარობით მესამეა მინერალურ წყლებს შორის.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება