ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა ციფრულმა ბანკმა, ჰეშბანკმა, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერ Visa-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

პარტნიორობის მიზანია ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული, თანამედროვე და მოქნილი ფინანსური სერვისების უფრო მეტად გაფართოება.

ჰეშბანკის ციფრული პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ინოვაციური სერვისები:

  • Welcome ბონუსი: აპლიკაციაში რეგისტრაციისთანავე, მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარის ღირებულების ბიტკოინი დაერიცხება;
  • Hashback: ექსკლუზიური ქეშბექი ბიტკოინში, ბარათით შესრულებულ ყოველ გადახდაზე;
  • ციფრული აქტივები: კრიპტოოპერაციების შესრულების შესაძლებლობა მოქმედ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში;
  • კონვერტაცია: საუკეთესო საბაზრო კურსთან მიახლოებული პირობები ვალუტის გადაცვლისას;
  • საერთაშორისო გადარიცხვები: სწრაფი, მარტივი და იაფი ფულადი გადარიცხვები გლობალური ქსელების მეშვეობით;
  • „ჭკვიანი“ ანაბარი: მოქნილი პირობები და თანხის გატანის შესაძლებლობა დაგროვილი სარგებლის დაკარგვის გარეშე.

„საერთაშორისო საგადახდო სქემასთან პარტნიორობა ჩვენი ციფრული ბანკინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო ფინანსური სერვისები, რომლებიც თანამედროვე ციფრული ეკონომიკის საჭიროებებს უპასუხებს და მათ ყოველდღიურ ფინანსურ გამოცდილებას აუმჯობესებს “, — აღნიშნავს ჰეშბანკის გენერალური დირექტორი, გოგა ჩანადირი.

„მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ჰეშბანკის ხედვას საქართველოში თანამედროვე საბანკო სერვისების განვითარების შესახებ. Visa-ს გლობალური ქსელისა და უსაფრთხოების სისტემების გაერთიანება ინოვაციურ ლოკალურ პლატფორმასთან მომხმარებლისთვის რეალურ სარგებელს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციას ციფრული ფინანსების განვითარების გზაზე“, — აცხადებს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

ჰეშბანკის შესახებ: სს ჰეშბანკი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი. კომპანია საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად და ორიენტირებულია ინოვაციური ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაზე. გაიგე მეტი: www.hashbank.ge

Visa-ს შესახებ: Visa (NYSE: V) ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ხელს უწყობს ტრანზაქციების განხორციელებას მომხმარებლებს, სავაჭრო ობიექტებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის. ჩვენი მისიაა, მსოფლიო ყველაზე ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო საგადახდო ქსელის მეშვეობით დავაკავშიროთ, რაც ადამიანებს, ბიზნესებსა და ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემა ეკონომიკური გაძლიერების საუკეთესო გზა და ფინანსების მომავლის საფუძველია. გაიგე მეტი: www.visa.com.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში