მეწარმეებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები კანონით იქნება დადგენილი

მეწარმეებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები, კანონით იქნება დადგენილი. აღნიშნულ საკითხს "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით, მეწარმე სუბიექტი, შეიძლება ჩაითვალოს მსხვილ საწარმოდ, მცირე და საშუალო საწარმოდ ან მიკრო საწარმოდ.

მსხვილ საწარმოდ მეწარმე ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორს: წლიური შემოსავალი აღემატება 35 მლნ. ლარს; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი აღემატება 150 პირს და აქტივების ღირებულება აღემატება 30 მლნ. ლარს;

მიკრო საწარმოდ ჩაითვლება მეწარმე, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მიკრო ან მცირე საწარმო ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელია. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მიკრო საწარმოდ ითვლება მხოლოდ შესაბამისი საქმიანობის ფარგლებში.

ხოლო, მცირე და საშუალო საწარმოდ ჩაითვლება საწარმო, თუ იგი არ აკმაყოფილებს არც მსხვილი და არც მიკრო საწარმოს კრიტერიუმებს.

მსხვილმა საწარმოებმა ბუღალტრული აღრიცხვა უნდა აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IFRS).

მცირე და საშუალო საწარმოებმა კი ბუღალტრულ აღრიცხვა უნდა აწარმოონ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS for SMES). ამასთან, მათ უფლება ექნებათ გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

მიკრო საწარმოებს, პროექტის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება არ ევალებათ.

ამავე პროექტის თანახმად, მეწარმე სუბიექტების გარდა, კერძო სამართლის სხვა იურიდიულმა პირებმა ბუღალტრულ აღრიცხვა უნდა წარმოონ არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი, ეროვნული სტანდარტებით. ამასთან, მათ უფლება ექნებათ გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMES).

საბიუჯეტო ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვას, პროექტის თანახმად, სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით უნდა აწარმოონ.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება აწარმოოს პირადად, დაქირავებული პირის ან ბუღალტრული მომსახურების მიღების მეშვეობით. ბუღალტრულ მომსახურებად განიხილება პირის მიერ სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების გაწევა.

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენმტი საჯარო დოკუმენტი არ იქნება. ის მხოლოდ მეწარმისთვის და მაკონტროლებელი ორგანოსთვის იქნება საჯარო. დოკუმენტი ნებისმიერი პირისთვის შეიძლება საჯარო გაახდეს მხოლდო იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე თანხმობას თავად სუბიექტი განაცხადებს.

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში შეინახება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი მთავრობაა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან