ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებზე განსაკუთრებით გურულების იმედი აქვს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, საპარლამენტო არჩევნებზე განსაკუთრებით გურულების იმედი აქვს და მათ განსაკუთრებულად გამჭრიახეებსა და ჭკვიანებს უწოდებს. ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობით კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, დღეს გურიაში ქუდზე კაცია გამოსული. "თქვენ ჩემზე ადრე შეიცანით სააკაშვილი და მიხვდით, რომ კარგ დღეს არ დაგვაყრიდა. დაგვეჯერებინა თქვენთვის და არ ჩავვარდებოდით ამ დღეში", – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2004 წელს, როდესაც საქართველო ეიფორიაში იყო და მათ შორის თავად ივანიშვილიც, მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაზე დაბალი შედეგი გურიაში მიიღო. "კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თქვენ ჭკუაზე რომ გვევლო და მოგვესმინა, ასეთ უბედურ დღეში არ ჩავვარდებოდით", – მიმართა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილ გურულებს.

შემდეგ კი, "ქართული ოცნების" ლიდერმა გაიხსენა, რომ მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლების ნაწილი გურიაში აქვს გატარებული - 12 წლის ასაკში ოზურგეთის უნივერმაღის მშენებლობაზე მუშაობდა, 18 წლისა კი ნასაკირალის ჩაის ფაბრიკაში.

"გურიაში ვისწავლე ორგანზიებული შრომის ფასი, ამიტომ, განსაკუთრებით მიყვარს გურია და განსაკუთრებით მინდა მოგეფეროთ", – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, გურულები ხასიათით და სულით მეამბოხეები არიან და ყოველთვის პირველები იყვნენ ხოლმე თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამიტომ, მას გურულების განსაკუთრებული იმედი აქვს ოქტომბერში გამარჯვების მოპოვებისას.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს